საარჩევნო კოდექსი

თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიომეტრიული საარჩევნო სიები მომზადდება

25 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც ტექნიკურ საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს 2014 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე ამომრჩეველთა სიის ფორმირებას.

იმ ამომრჩეველს, რომელსაც პირადობის ელექტრონული მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი გააჩნია, ამომრჩეველთა სიაში მოსახვედრად არ მოუწევს ბიომეტრიული რეგისტრაციის გავლა. ხოლო მას, ვისაც ამგვარი დოკუმენტები არ აქვს, იუსტიციის სახლებსა და სპეციალურად გახსნილ პუნქტებში მოუწევს ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღება. მისი მონაცემების გადამოწმების შემდეგ კი ის ამომრჩეველთა სიაში იქნება შეყვანილი.

ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაზე პასუხისმგებელი იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იქნება, რომელმაც ე.წ. ბიომეტრიული სიები 2014 წლის 15 მარტამდე უნდა მოამზადოს და ცესკო-ს გადასცეს.

კომენტარები