უმაღლესი განათლება

მარინე ჩიტაშვილი აკრედიტაციის საბჭოს უხელმძღვანელებს

0 კომენტარი
ფოტო: burusi.wordpress.com

25 ივლისის ბრძანებით საქართველოს პრემიერმინისტრმა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. პრემიერის ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

საბჭოს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი მარინე ჩიტაშვილი უხელმძღვანელებს.

საბჭოს ახალ შემადგენლობაში ასევე შედიან:

  • მაგდა მაღრაძე - ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" უმაღლესი განათლების საერთაშორისო განვითარების პროგრამის აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელი
  • მაია ჩიხლაძე - შპს - საზოგადოებრივ კოლეჯ "პანაცეას" დირექტორის მოადგილე;
  • ირაკლი მაჩაბელი - ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ზაზა მარუაშვილი - შპს - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ნანა გაფრინდაშვილი - ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ზაზა რუხაძე - ა(ა)იპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, შპს - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი;
  • მამია ჯანჯალია - სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მოადგილე;
  • დავით კახნიაშვილი - საქართველოს კერძო სკოლების ასოციაციის თავმჯდომარე, სკოლა "მწიგნობართუხუცესის" დირექტორი.

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული და კერძო უმაღლესი დაწესებულებების ყველა საგანმანათლებლო პროგრამას ამტკიცებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები