თბილისის საკრებულო

ზაალ სამადაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

timer.ge

ზაალ სამადაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოში ახლახან ფორმირებულმა უმრავლესობამ მიიღო. 

სამადაშვილის თანამდებობიდან გადარჩევის საკითხს მხარი 25-მა დეპუტატმა, ინტერპარტიული უმრავლესობის ყველა წევრმა დაუჭირა. ნაციონალური მოძრაობის 22 წევრი სხდომას პროტესტის ნიშნად არ დასწრებია. 

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ქართული ოცნების ფრაქციის წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია დაინიშნა. 

ზაალ სამადაშვილი საკრებულოს 2010 წლიდან თავმჯდომარეობდა.

სხდომას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე NATO-ს სამოკავშირო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ ესწრებოდნენ. 

კომენტარები