საქართველოს პარლამენტი

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დამტკიცდა

parliament.ge

საარჩევნო კოდექსში, ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში, რამდენიმე პროექტად ინიცირებული ცვლილებები დღეს, მესამე, საბოლოო მოსმენით დამტკიცდა.  

საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი უშუალოდ სამსახურებრივ ფუნქციებს ასრულებენ, არამედ სამუშაო საათების განმავლობაშიც.

ასევე იკრძალება საბიუჯეტო დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებსა და პრეზენტაციებზე ორგანიზატორის მიერ აგიტაციის გაწევა. გარდა ამისა, მთლიანად იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში.

პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის შემთხვევაში, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა უნდა დატოვოს დაკავებული პოსტი. საარჩევნო კოდექსში ამგვარი შეზღუდვა არ არსებობდა. კანონს ახალი მუხლი დაემატა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსთან შეუთავსებელი სახელმწიფო თანამდებობები განისაზღვრა.

არჩევნების წინ შექმნილი უწყებათაშორისი კომისია უშიშროების საბჭოს მართვის სივრციდან გამოვიდა და იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში ამოქმედდა. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატს, რომელიც მონაწილეთა ხმების 10%-სა და მეტს მოიპოვებს, ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება გაწეული და დასაბუთებული ხარჯი - ერთი მილიონი ლარის ოდენობით. 

იმ 90 ათასზე მეტ ამომრჩეველს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციიდან მოხსნილნი არიან, ან რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულადაა გამოცხადებული, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეო.

კომენტარები