პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში

ილია მეორე: პუტინი შემპირდა,რომ ლტოლვილების საკითხს ყურადღება მიექცევა

ილია მეორე და კირილი
patriarchia.ru

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში გამართული შეხვედრების შესახებ მეცხრე არხს ესაუბრა. კათალიკოსის თქმით, მას პირადად ეწვია რუსეთის პატრიარქი კირილი და მათ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს. მათი განხილვის მთავარი თემა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ლტოლვილთა  საკითხი იყო. რამდენიმე დღის წინ რუსეთის ეკლესიამ მემორანდუმი გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიო საეკლესიო და გლობალური პრობლემები იყო მიმოხილული. ამ დოკუმენტში ვერ მოხვდა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა საკითხი. ილია მეორის განცხადებით, ამის შესახებ უკმაყოფილება რუსეთის პრეზიდენტმაც გამოთქვა და პატრიარქ კირილს ჰკითხა თუ რატომ ვერ მოხვდა ეს საკითხი მემორანდუმში.  

" რუსეთის პატრიარქმა მომცა სიტყვა და ეს პრეზიდენტ პუტინის აზრიცაა, რომ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ამას შემპირდნენ მე. ჩვენ სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ, ლტოლვილების შინ დაბრუნებით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. რუსეთის პრეზიდენტი ალბათ შეასრულებს დაპირებას" ,- განაცხადა კათალიკოსმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაური რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავთან დაკავშირებით  მოსკოვს, კიევსა და მინსკს ესტუმრება. 

 

 

კომენტარები