დინამო თბილისი

დინამო თბილისმა რუმინელი დორინ გოგა გაიფორმა

დორინ გოგა
uefa.com
კოტ დივუარელი თავდამსხმელის პატრიკ ვუოს შემდეგ, დინამო თბილისში მეორე ახალწვეული - დორინ გოგა ჩაირიცხა. ეროვნებით რუმინელი ნახევარმცველი, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. დორინ გოგამ გასული სეზონი ებრაულ ჰაპოელ რამათ განში გაატარა. 2008-2012 წლებში გოგა რუმინულ პოლიტექნიკა ტიმიშოარაში თამაშობდა, რომლის მთავარი მწვრთნელიც იმ დროს, თბილისელთა ახლანდელი თავკაცი დუშან უჰრინი იყო.

 

2003-2008 წლებში, დორინ გოგამ კლუჟის მაისურით 120 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა, 2008-2012 წლებში პოლიტექნიკა ტიმიშოარაში 91 მატჩში 29-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო 2012 წელს ბუქარესტის რაპიდის შემადგენლობაში მხოლოდ ნახევარი სეზონი ითამაშა და 14 შეხვედრაში 2-ჯერ გაიტანა. დორინ გოგა შარშან რუმინეთის ნაკრებშიც გამოიძახეს, სადაც თურქმენეთის წინააღმდეგ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები