ერაყი

ერაყში აფეთქებების სერიას 50-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

jafrianews.com

ერაყში მანქანების აფეთქებების ტალღამ 50-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 100-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. აფეთქებები ერაყის დიდ ქალაქებში - ბაღდადში, სადირში, მაჰმუდიაში, კუტსა და ბასრაში მოხდა.

აპრილის შემდეგ ერაყში 2500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რაც 2008 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი რაოდენობაა. მარტო ივლისში ერაყში ტერორისტულ აქტებს 700-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქებები მას შემდეგ გახშირდა, რაც შიიტებსა და სუნიტებს შორის ურთიერთობა კრიტიკულად დაიძაბა. სუნიტების განცხადებით, ქვეყნის შიიტი პრემიერმინისტრი ნური მალიკი მათ მარგინალიზაციას ცდილობს. 

კომენტარები