ჯონ მაკკეინის განცხადება

მაკკეინი: NATO უნდა გაფართოვდეს - ეს საქართველოსაც ეხება

Scrape TV

დროა, ფუნდამენტურად გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობებს პუტინის რუსეთთან. ასე გამოეხმაურა სენატორი ჯონ მაკკეინი ედვარდ სნოუდენისთვის რუსეთის მიერ თავშესაფრის მინიჭების ფაქტს.

"პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გავაფართოოთ მაგნიტსკის აქტი და პასუხისმგებლობა დავაკისროთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ არღვევს ადამიანის უფლებებს და სარგებლობს რუსეთში გამეფებული დაუსჯელობის სინდრომით. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ ანტისარაკეტო დაცვის სისტემის განლაგება ევროპაში და ოპერატიულად გადავიდეთ NATO-ს შემდგომ გაფართოებაზე. ეს საქართველოსაც ეხება", - აღნიშნულია განცხადებაში.

წერილში სენატორი მაკკეინი წერს, რომ ამერიკამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ხოდორკოვსკისა და ნავალნის საქმეებს და მხარში დაუდგეს იმ უამრავ ადამიანს რუსეთში, რომლებიც სულ უფრო მეტად იკრებენ სიმამაცეს და მშვიდობიანად მოითხოვენ უფრო მეტ თავისუფლებას და კანონის უზენაესობას.

"პუტინის რუსეთის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ყველა ილუზია უნდა გაუქარწყლოს იმ ამერიკელებს, რომლებსაც რუსეთთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მცდარი მოლოდინები აქვთ. ჩვენ უკვე დიდი ხანია გვჭირდება, უფრო რეალისტურად შევხედოთ რუსეთთან ურთიერთობებს და იმედი მაქვს, ამას დღეიდან დავიწყებთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები