შსს

გლდანის პოლიციის შენობაში ხელყუმბარა ააფეთქეს

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

გამთენიისას გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ხელყუმბარა ააფეთქეს. აფეთქების შედეგად, პოლიციის ერთი თანამშრომელი დაიჭრა, შენობა კი დაზიანდა. დაჭრილ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს და ამჟამად ის სამკურნალო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია.

შსს-ის განცხადებით, უშანგი თ., პირი, რომელმაც განყოფილებაში ხელყუმბარა შეიტანა, ქურდობისთვის არის ნასამართლევი, იგი 1993 წელს არის დაბადებული და სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. შსს-ის თქმით, ხელყუმბარით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში შევიდა. წინასწარი მონაცემებით ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები