ოკუპირებული აფხაზეთი

უნგრელი მეცნიერები: მზარდ ვართ აფხაზეთის მოქალაქეებს ევროპაში კარი გავუხსნათ

Russian peacekeepers stationed in the Abkhazian city of Gali run past a building destroyed during fi..
Str New

უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიური კვლევითი ცენტრისა და ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები აფხაზეთს სტუმრობენ - ამ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

"მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მეცნიერება პირდაპირ არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან, ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი იმ მოვლენების შესახებ, რასაც აქ ჰქონდა ადგილი. ჩვენ გვესმის, რომ ახლა აფხაზეთი იზოლაციაში იმყოფება და მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა აფხაზეთის მოქალაქეებს ევროპაში კარი გავუხსნათ. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა ხალხებმა უფრო მეტი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ, ითანამშრომლონ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ურთიერთთანამშრომლობას არაოფიციალური კავშირების მეშვეობით, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო მეცნიერებისთვის, არამედ პოლიტიკისთვისაც, ვინაიდან, დროთა განმავლობაში, ამან შეიძლება, მიგვიყვანოს უნგრეთსა და აფხაზეთს შორის ოფიციალური კონტაქტების დამყარებამდე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთი დიდი ევროპის ნაწილი გახდება", - განაცხადა უნგრეთის ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა გეჟა კოშამ.

აპსნიპრესის ინფორმაციით, უნგრელი მეცნიერები 2 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩისლავ ჩირიკბას შეხვდნენ.

 

კომენტარები