ტერორიზმი

ინტერპოლი: ტერორიზმის საფრთხემ მოიმატა

0 კომენტარი

ინტერპოლი ტერორისტული საქმიანობის მომეტებული საფრთხის შესახებ წვერ ქვეყნებს აფრთხილებს. სპეციალური განცხადება ორგანიზაციამ დღეს, 3 აგვისტოს გამოაქვეყნა და წევრ ქვეყნებს დახმარება სთხოვა, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია ბოლო თვის განმავლობაში სხვადსხვა ქვეყნის ციხეებიდან ალ ყაიდასთან კავშირში მყოფი პირების ციხიდან გაქცევის ფაქტების შესახებ.

ინტერპოლი აცხადებს, რომ ბოლო თვის განმავლობაში 9 ქვეყნის, მათ შორის ერაყის, ლიბიისა და პაკისტანის სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ალ ყაიდასთან კავშირში მყოფი პირები გაიქცნენ. სულ ბოლო შემთხვევა 30 ივლისს პაკისტანში მოხდა, რომლის დროსაც 248 პატიმარმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით თავი დააღწია საპყრობილეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტმაც საკუთარ მოქალაქეებს ტერაქტების მომეტებული საფრთხის გამო, მოგზაურობაზე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მიმართულებით, უარის თქმა ურჩია.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები