სნოუდენის საქმე

ბარაკ ობამა სანქტ-პეტერბურგში დიდი ოციანის სამიტს დაესწრება

0 კომენტარი
ფოტო: reuters.com

ბარაკ ობამა სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ დიდი ოციანის სამიტს დაესწრება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

ბიბისის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვლადიმირ პუტინს შეხვდება თუ არა. თუმცა, თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება "ცივი ომის" საკითხს კვლავ უბრუნდება. ბარაკ ობამამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში პირადი საუბრების მოსმენისა და მიმოწერის თვალთვალის სისტემა არ არსებობს.

"ჩვენ გვაქვს მხოლოდ რამდენიმე მექანიზმი, რომელიც სატელეფონო საუბრის მოსმენისა და ელექტრონული ფოსტის თვალთვალის შესაძლებლობას გვაძლევს. მათ ვიყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რაიმე სახის ტერორისტულ მუქარასთანაა დაკავშირებული", - აღნიშნა ობამამ. 

გასულ კვირას აშშ-ის დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა, ედვარდ სნოუდენმა, რუსეთისგან დროებითი თავშესაფარი მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს სნოუდენის ადვოკატმა, ანატოლი კუჩერენამ, განუცხადა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა რუსეთის გადაწყვეტილების გამო შეშფოთება გამოთქვა.

სნოუდენს რუსეთში ყოფნა მხოლოდ ერთი წელი შეუძლია. ხოლო შემდეგ, თუ დარჩენას გადაწყვეტს, თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურას ხელახლა გაივლის.

ედვარდ სნოუდენმა ამერიკის დაზვერვის ორი საიდუმლო პროგრამა გაასაჯაროა, რომლებიც, ინტერნეტისა და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებით, მოქალაქეების პირადი ინფორმაციის მოპოვებასა და მათზე თვალთვალს ითვალისწინებდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები