სკოლამდელი აღზრდა

შიხიაშვილი: საბავშვო ბაღების დახმარების ინიციატივა საკრებულოს ეკუთვნის

timer.ge

ირაკლი შიხიაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიგი უგულავას სიცრუეში ადანაშაულებს. მისი თქმით, მერის ინიციატივა ბაგა-ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით საკრებულოს ეკუთვნოდა.

"მერი ვერ ანებებს თავის ადათ-წესებს თავს, ატყუებს საზოგადოებას. ეს ინიციატივა საკრებულოში დაწყებული იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უმცირესობაში ვიყავით. მივმართეთ უგულავას 21 დეპუტატის ხელმოწერით, რომ არაფრისთვის საჭირო ბორდები გაეუქმებინა და ეს ფული მიემართა საბავშვო ბაღების პრობლემის მოსაგვარებლად", - განაცხადა შიხიაშვილმა.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ გუშინ ისაუბრა ბაგა-ბაღების დაფინანსების შესახებ. დედაქალაქის ბიუჯეტში 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აქედან  8 მილიონი სასწავლო ხარჯებს მოხმარდება, ხოლო 5 - შენობების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.

კომენტარები