ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა

ობამამ ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, სექტემბერში მოსკოვში დანიშნული შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან გააუქმა. თუმცა, სანქტ-პეტერბურგში 5-6 სექტემბერს დაგეგმილ დიდი ოციანის სამიტს დაესწრება.

Associated Press-ის ინფორმაციით, ობამას გადაწყვეტილება არა მხოლოდ რუსეთის მიერ ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემას უკავშირდება, არამედ სხვადასხვა შეუთანხმებელ საკითხს, მათ შორის, თავდაცვასა და ადამიანის უფლებებს.

"ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან საერთო ენის გამონახვას. თუმცა, პრეზიდენტმა ობამამ და ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა შეხვედრის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღეს. დაგეგმილმა სამიტმა ამ კუთხით ვერაფერი შეცვალა", - აღნიშნავს თეთრი სახლის წარმომადგენელი.

 Associated Press-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ოფიციალური ვაშინგტონი მოსკოვს დღეს შეატყობინებს.

 

კომენტარები