ოკუპირებული აფხაზეთი

მოსკოვის საპატრიარქო ოკუპირებული აფხაზეთის 13 მოქალაქეს პასუხობს

wikipedia.org

"ისღა დაგვრჩენია, ვისურვოთ, რომ სამომავლოდ აფხაზეთის საეკლესიო საკითხების გადაჭრის გზები არ გახდება პოლიტიკური ანგაჟირების საკითხი და წარიმართება მორწმუნეთა შორის ურთიერთგაგებით", - ასე პასუხობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის საინფორმაციო სამსახური ოკუპირებული აფხაზეთის 13 მოქალაქის მიერ გაგზავნილ ღია წერილს.

ოკუპირებული აფხაზეთის 13-მა მოქალაქემ, მათ შორის, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსეთის პატრიარქ კირილს ღია წერილით მიმართა და შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ "აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია". 

"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს თითოეული ადამიანის თავისუფალ მრწამსს, ისევე როგორც აფხაზი ხალხის რელიგიურ ტრადიციებს. თუმცა, მისი აღმსარებლობითი ნორმები საშუალებას არ იძლევა განვიხილოთ ორგანიზაციის და ეკლესიის შიდა პრობლემები მათთან ერთად, ვინც ეკლესიის მიღმა დგას და არ იზიარებს ქრისტიანულ შეხედულებებს", - ნათქვამია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხში, რომლის შინაარსსაც აფხაზეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მორწმუნე აფხაზებს წერილის ავტორებისთვის არ დაუვალებიათ მსგავსი შინაარსის წერილით მიემართათ რუსეთის ეკლესიის წინამძღოლისთვის, ხოლო წერილის გამოქვეყნება, ვიდრე ის ადრესატს გადაეცემა, უპატივცემულობის ჟესტია.

"მოსკოვის პატრიარქი თანაგრძნობით ეკიდება აფხაზურ ეკლესიაში არსებულ სიძნელეებს და ცდილობს მის ნორმალიზებას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ფარგლებში. წერილის ავტორთა სტატუსი და კომპეტენცია სათანადო საფუძველს არ აძლევთ, მათ მიერ დაყენებული საკითხი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან განიხილონ", - ნათქვამია სინოდის საინფორმაციო განყოფილების წერილში.

აფხაზეთის ეპარქიის შესახებ: უწმინდესი, უწმინდესი და უნეტარესი, ყოვლადუწმინდესი 

კომენტარები