როჯერის თასი

როჯერის თასზე ნადალი და მარეი მეორე რაუნდში გავიდნენ

რაფაელ ნადალი
reuters.com

უიმბლდონის ტურნირის მოგების შემდეგ, ენდი მარეიმ თავის პირველ მატჩში, მარსელ გრონოლიერსი, ანგარიშით - 6-4, 7-6, 7-2 დაამარცხა.

შეხვედრის დასაწყისში, მარეის ეტყობოდა, რომ პრაქტიკა აკლდა, რის გამოც თავიდან გაუჭირდა, თუმცა შემდეგ ტაიბრეიკში გაიმარჯვა და ახლა ლატვიელ ერნესტ გულბისს შეხვდება, რომელმაც, თავის მხრივ, ფრანგი ფაბიო ფონინი დაამარცხა.

რაფაელ ნადალმა კანადელ ჯესი ლივაინს სძლია და როჯერის თასის მეორე რაუნდში გააღწია.

ნადალმა შეხვედრა მეტად შთამბეჭდავად ჩაატარა. ესპანელმა, მას მერე რაც უიმბლდონზე მოულოდნელად სტივ დარსისთან პირველივე რაუნდში დამარცხდა, ერთეულებში პირველად ითამაშა.

დიდი სლემის 12-გზის გამარჯვებულმა, 6-კვირიანი დასვენების შემდეგ, დაამტკიცა, რომ კარგ ფორმაში იმყოფება და ლივაინი ანგარიშით - 6-2, 6-0 მარტივად დაამარცხა.

შემდეგ ეტაპზე, ნადალი პოლონელ იერჟი იანოვიჩს დაუპირისპირდება.

 

კომენტარები