ოკუპირებული ტერიტორიები

მარგველაშვილი ქვეშის ინციდენტზე: არც ერთ მომენტში არ წამოვეგებით პროვოკაციას

ტაბულა

„ჩვენ არც ერთ მომენტში არ წამოვეგებით პროვოკაციას" - ამბობს მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი. გიორგი მარგველაშვილი, რომელიც გორში თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან ერთად იმყოფებოდა, სოფელ ქვეშთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა:

„ჩვენ არა ერთი მიმდინარე გამაღიზიანებელი პრობლემა გვაქვს ხოლმე. სულ ექვს კილომეტრშია აქედან ეს საზღვარი - ეს არ არის საზღვარი, ეს არის სადემარკაციო ხაზი. ჩვენ ეს პრობლემები გვაქვს, მაგრამ ქართველ ხალხთან ერთად ამ პროვოკაციებს, ამ სირთულეებს გადავლახავთ, უფრო მაღალი მიზნისთვის, რომ ქვეყანა იყოს მთლიანი, ერთიანი და ძლიერი და არც ერთ მომენტში არ წამოვეგებით პროვოკაციას." - ამბობს მარგველაშვილი.

10 აგვისტოს, გორის რაიონის სოფელ ქვეშში, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შსს–ს მობილური პატრულის ეკიპაჟს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ესროლეს.

კომენტარები