დედაქალაქის თვითმმართველობა

შესაძლოა ევროპის მოედანი 100 ათასი მოწამის სახელობის გახდეს

timer.ge
როგორც დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისის აეროპორტს შესაძლოა ზვიად გამსახურდიას, ვარდების მოედანს - მერაბ კოსტავას, ევროპის მოედანს - 100 ათასი მოწამის, ხოლო რიყის პარკს ევროპის პარკი დაერქვას.
 
როგორც შიხიაშვილი ირწმუნება, ვარდების მოედნის სახელწოდების შეცვლა კონკრეტული მოვლენის მიმართ სიძულვილს არ გამოხატავს და სიძულვილიდან არ გამომდინარეობს. 

"კოსტავას ქუჩა სწორედ ვარდების მოედნიდან იწყება და სასურველია, რომ ამ მოედანს კოსტავას სახელი დაერქვას. რაც შეეხება ევროპის მოედნისთვის ასი ათასი მოწამის სახელის დარქმევას, ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ასი ათასი მოწამე აწამეს. ჩვენთვის რომ არ დაებრალებინათ ევროპის მოძულეობა, ამიტომ რიყის პარკისთვის გადავწყვიტეთ დაგვერქმია ევროპის პარკი", - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე. 

 

კომენტარები