რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები

რუსეთის საბაჟომ უკრაინიდან იმპორტი დაბლოკა

mid.ru

რუსეთმა უკრაინიდან იმპორტი დაბლოკა. რუსულმა საბაჟომ უკრაინიდან შემოსული ყველანაირი საქონელი რისკჯგუფში შეიტანა, რის გამოც უკრაინულმა საქონელმა დამატებით შემოწმება უნდა გაიაროს. ეს უკრაინული ექსპორტის გაურკვეველი დროით შეჩერებას ნიშნავს და შესაძლოა უკრაინას 2-დან 2,5 მილიარდამდე დოლარის ზარალი მიაყენოს.

რუსეთის საბაჟომ გადაწყვეტილების მიზეზად იმპორტიორების მიერ ფალსიფიცირებული სერტიფიკატების წარმოდგენა დაასახელა, რასაც უკრაინული მხარე უარყოფს.

ექსპერტების აზრით, რუსეთის საბაჟოს ეს ნაბიჯი, კრემლის პირდაპირი მითითებაა. რუსეთი უკრაინას ევროპული ორიენტაციის გამო სჯის და აიძულებს მასთან საბაჟო კავშირში შევიდეს. 28-29 ნოემბერს ვილნიუსში უკრაინამ და ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება უნდა გააფორმონ და უკრაინა ევროკავშირის ასოცირებული წევრი უნდა გახდეს, ექსპერტების აზრით, ექსპორტის გართულება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. 

კომენტარები