ისრაელის დელეგაციის ვიზიტი

საქართველოში ვიზიტად მყოფი იცხაკ აჰარონოვიჩი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

facebook.com/GaribashviliOfficial

ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, იცხაკ აჰარონოვიჩი, საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ის დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, შეხვდა.

შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

იცხაკ აჰარონოვიჩმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საწვრთნელი ბაზა დაათვალიერეს და საჩვენებელ ღონისძიებას დაესწრნენ.

ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, იცხაკ აჰარონოვიჩი და ირაკლი ღარიბაშვილი პირველად 2013 წლის მაისში ისრაელში შეხვდნენ.

შსს-ს ცნობით, ისრაელის დელეგაცია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-საც ეწვევა. ვიზიტი 18 აგვისტოს დასრულდება.

კომენტარები