საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფანჯიკიძე პუტინის და ანქვაბის შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელის ალექსანდრე ანქვაბის შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

"ჩვენ ამ შეხვედრებს ვაკვირდებით, რასაკვირველია შესაბამისი დასკვნებიც გამოგვაქვს. ეს დასკვნები შემდეგ აისახება ჩვენს ურთიერთობებში და საუბრებში, რომელიც გვაქვს პირდაპირ თუ ჟენევის ფორმატში რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ ეს რადგანაც ახალი არ არის და ასეთი შეხვედრები ადრეც იყო, ამას ახლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ ეტაპზე არ მივანიჭებდი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელს ალექსანდრ ანქვაბს სოჭში შეხვდა. კრემლის მიერ გავრცელებულ მოკლე პრესრელიზში აღნიშნულია, რომ "პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის ურთიერთობა განიხილეს". 

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ პუტინმა და ანქვაბმა ივლისში წვიმის შედეგად გაგრასა და ოჩამჩირეში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და რეაბილიტაციაზეც ისაუბრეს. 

 

კომენტარები