საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

კალაძე: კალმახელიძესთან და შაშკინთან დაკავშირებით კითხვები არსებობს

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ექსმინისტრების, დიმიტრი შაშნიკისა და ხათუნა კალმახელიძის მიმართ კითხვები არსებობს. მთავარმა პროკურატურამ გუშინ ხათუნა კალმახელიძე მოწმის სტატუსით დაკითხა,პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე.

"დაველოდოთ სანამ პროკურატურა გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ყველას კარგად გვახსოვს რა ხდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში. პროკურატურა სანამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას, ალბათ, მათ წარსულთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. ხათუნა კალმახელიძე იყო სასჯელაღსრულების მინისტრი და ყველას გვახსოვს რა კატასტროფა და საშინელება ხდებოდა ციხეში, დიმიტრი შაშკინი იყო თავდაცვის მინისტრი და ალბათ, მასთანაც არსებობს კითხვები", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები