საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ქორეპისკოპოსი სამხედროების თანდასწრებით: ტერიტორიები ღმერთმა წაგვართვა

wikipedia.org

პატრიარქ ილია მეორის ქორეპისკოპოსმა, იაკობ-იაკობაშვილმა, ქვეყნის მთავარი საკათედრო ტაძრის ამბიონიდან ქადაგებისას, მეცამეტე ბატალიონის სამშვიდობო ოცეულის თანდასწრებით განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობა ღმერთმა წაგვართვა.

"არავინ იზრუნებს იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. ეს ჩვენ ღმერთმა წაგვართვა და ღმერთი დაგვიბრუნებს. ამისთვის კარგად უნდა ვიცხოვროთ, უნდა ვიყოთ ნამდვილი ადამიანები და ერთმანეთს უნდა ვუფრთხილდებოდეთ. უნდა დავფიქრდეთ, რას ითხოვს უფალი ჩვენგან და უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ვიფიქროთ, რა დავაკელით ჩვენს სულებს. ღმერთს უნდა ვთხოვოთ პატიება და შეცდომები გამოვასწოროთ", – განაცხადა იაკობაშვილმა.

მისივე თქმით,არიან ქვეყნები სადაც ღმერთს არ იხსენიებენ, მას უარყოფენ და ათეისტობა მიაჩნიათ კარგად. "თუ ქვეყნის ისტორიას გადავხედავთ, არიან ქვეყნები, სადაც ღმერთს არ იხსენიებენ, ზოგან კი ღმერთის სხვა სიტყვებით ჩანაცვლება იწყება. ეს კი გვაგონებს იმ ადამიანებს, რომლებმაც არაფერი იციან. დადგა დრო, როდესაც უარყოფენ ღმერთს და ათეისტობა მიაჩნიათ კარგად. თუ მორწმუნეს დასცინებენ, რატომღაც თვითონ უფრო უკეთესები ჰგონიათ თავი და მენტორული ტონით არიგებენ, როგორ უნდა იცხოვრონ და რა უნდა გააკეთონ", – თქვა მღვდელმთავარმა.

მისივე თქმით, როცა ფუფუნებაზე გადასვლისას, გარყვნიელაბ და ცოდვის მორევში გადაშვება ხდება. იაკობაშვილის თქმით, ადამიანები ისეთ სიახლეებს უნდა მოერიდონ, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება.

"თუ გადავხედავთ კაციობრიობის ისტორიას, სადაც უკვე გადადიან ფუფუნებაზე, იქ შემოდის ყოველგვარი გარყვნილება, ცოდვების მორევში გადაშვება. როდესაც ფუფუნებაშია ადამიანი, მას თავი ხშირად ღმერთზე დიდადაც წარმოუდგენია. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი ნაფიქრალი არის მართალი, ღვთის სიმართლეს კი გაურბიან, მაგრამ არის მარადიული ღირებულებები და ამას ვერც ერთი საზოგადოება ვერ შეცვლის, რადგან ყველაფერს თავისი სახელი აქვს....
მისივე თქმით, სამყაროში მრავალი კატასტროფა ხდება და ამიტომ ადამიანები უნდა მოერიდონ ისეთ სიახლეებს, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება. მეუფის განცხადებით, საშიშია სულიერი კატასტროფა, რომელიც ადამიანს ცოდვების მორევში აგდებს. 

ქორეპისკოპოსმა დღეს თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსანტები და მეცამეტე ბატალიონის სამშვიდობო ოცეული დალოცა და მათ მშვიდობიან და გამარჯვების გზაზე სიარული უსურვა. გარდა ამისა, მეუფე იაკობმა რამდენიმე გვარი დალოცა.

 

კომენტარები