შინაგან საქმეთა სამინისტრო

ღარიბაშვილი სოფელ დუისის უხუცესებს შეხვდა

კახეთის მთავარ სამმართველოში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში დუისელ უხუცესებს ხვდებოდა. სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, პანკისის ხეობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამალ შეხვედრას, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ზვიადაურიც ესწრებოდა.

 როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ქისტებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ შეხვედრა შს სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, დაპირისპირებული ახალგაზრდების შესარიგებლად. უხუცესების ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ მატანის მოსახლეობას შეხვდა, თუმცა მათ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ კომენტარი არ გააკეთეს.

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ადგილობრივ ქისტებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება წუხელ გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ჩხუბი სოფელ დუისში დაიწყო და შემდეგ სოფელ მატანში გაგრძელდა.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ჩხუბი სოფელ დუისში დაიწყო და შემდეგ სოფელ მატანში გაგრძელდა. თვითმხილველთა თქმით, სიტყვიერი დაპირისპირება მალევე გადაიზარდა ჩხუბში, არსებული ინფორმაციით.

ერთ–ერთი ვერსიით, ზვიადაურის ძმის მეგობრები ტბათანადან ბრუნდებოდნენ და ეთნიკურ ქისტებთან შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ჩხუბში გადაიზარდა. პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეყვანასთან დაკავშირებით შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში კახეტის საინფორმაციო ცენტრთან კომენტარი არ გააკეთეს.

ადგილობრივი მცხოვრები, აიუბ ბორჩაშვილი „გურია ნიუსთან“ინტერვიუში ამბობს,რომ  კონფლიქტი სოფელში მთვრალი ახალგაზრდების გამოჩენას მოყვა.

„მატნელი ახალგაზრდები საქეიფოდ ყოფილან ხადორში და ჩამოიარეს  მანქანით. გზაში გინება დაუწყიათ: ქისტებო, თქვენი დედაო. ჩვენი ბიჭები გაეკიდნენ და პასუხი მოსთხოვეს შეურაცხყოფისათვის. თითქმის უკვე შერიგებულებიც იყვნენ რომ მატნიდან ახალგაზრდების სხვა ჯგუფი ამოვიდა და ჩხუბი განახლდა. ამ ამბავს შემთხვევით შეესწრო ზვიადაურის ძმა, რომელიც როგორც მე გავიგე საშუალოზე მაგრადაა ნაცემი. ჩვენი ახალგაზრდებიც დაშავებულები არიან, ერთს ნაჯხი აქვს ჩარტყმული“. - ამბობს ბორჩაშვილი.

 

 

კომენტარები