დაპირისპირება ციხეში

ღურწკაია: პატიმრებს შორის დაპირისპირება ამოწურულია

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიხეილ ღურწკაიას ინფორმაციით, რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პატიმრებს შორის დაპირისპირება ამოწურულია. ამის შესახებ ღურწკაიამ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა. 

"პატიმრებს შორის ადგილი ჰქონდა გაუგებრობას და ინციდენტი ამოწურულია. მომსახურე პატიმრებს უკმაყოფილება ჰქონდათ სხვა დანარჩენ პატიმრებთან, სიგარეტის მიცემა-არმიცემის საკითხზე. ინციდენტი აღმოფხვრილია", - განაცხადა ღურწკაიამ. 

გავრცელებული ინფორმაციით, სამეურნეო ნაწილში მომუშავე პატიმრები დანარჩენი პატიმრების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. მსჯავრდებულების ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამეურნეო ნაწილში მომუშავე პატიმრებს დანარჩენი პატიმრები სიგარეტს, ასევე გასამრჯელოდ მიღებულ ჩაის და სხვა შეგროვილ პროდუქტს სთხოვდნენ. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით კი, სამეურნეო ნაწილში მომუშავეებს ციხის ე.წ. მაყურებელი ფულსაც სთხოვდა. 

 

კომენტარები