საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: ის, რასაც მე ვაკეთებ, ზარალის შემცირებას ემსახურება

Georgia's President Saakashvili addresses the audience at the historical quarter of Tbilisi
? David Mdzinarishvili / REUTERS

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ნასამართლეობისა და პირობითი მსჯავრის გარკვეული კატეგორიის პირებისთვის მოხსნის ინიციატივას, არაფერი კავშირი არ აქვს იმ ფართომასშტაბიან ამნისტიასთან, რომელიც პარლამენტმა მიიღო.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, ის მაშინაც იყო და ახლაც კატეგორიული წინააღმდეგია "ხელაღებით ამნისტიის".

"მე მიმაჩნდა, რომ ციხეში გვყავდა უფრო მეტი პატიმარი, ვიდრე უნდა გვყოლოდა და წინა მთავრობის პირობებშიც ვახორციელებდით ღონისძიებებს, რომ დაგვეწყო ციხეების დაცლა, პრობაცია გაგვეფართოებინა, რაღაც ღია ტიპის დაწესებულებები შეგვექმნა. მაგრამ, მეორე მხრივ, ციხეების დაცლამ, რომელიც საქართველოს მთავრობამ, პირადად პრემიერმა ივანიშვილმა გააკეთა, როდესაც გამოუშვა ამ რაოდენობის ხალხი, ძალიან მძიმე შედეგების მოტანა დაიწყო. ის, რასაც მე ვაკეთებ, ემსახურება იმას, რომ ის ზარალი, რაც ამ ამნისტიამ მოიტანა, შევამციროთ. საქმე ეხება გამოშვებული ადამიანების რესოციალიზაციას. დღეს, ნასამართლობა ითვალისწინებს მთელ რიგ შეზღუდვებს საჯარო სამსახურებში, კერძო სეტქორში დასაქმების კუთხით. ისედაც, იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა რთულ ვითარებაშია, უმუშევრობა მკვეთრად იზრდება, გარეთ გამოვუშვით ხალხი, რომელთაც ერთადერთი გზა დავუტოვეთ მხოლოდ, რომ ჩაიდინონ ხელახლა დანაშაული და დაბრუნდნენ უკან, ციხეში. ის, რასაც მე ვაკეთებ, არის რესოციალიზაცია და ამ ხალხისთვის შანსიის მიცემა, რომ აღარ დაუბრუნდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას. მე არ მგონია, ეს იყოს პანაცეა, მე არ მაქვს ილუზია, დიდ ნაწილს ჩვენ ვერ გადავარჩენთ, რომ რაღაც შარში არ გაეხვნენ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, უნდა ვცადოთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები