არეულობა ეგვიპტეში

ეგვიპტის უშიშროების ძალებმა მუსლიმთა საძმოს ლიდერი დააპატიმრა

www.nydailynews.com

ეგვიპტის უშიშროების ძალებმა მუსლიმთა საძმოს ლიდერი მუჰამედ ბადი დააპატიმრა. ადგილობრივი მედიის განცხადებით, 70 წლის ბადი საკუთარ ბინაში დააპატიმრეს.

 ~ბადი მუსლიმთა საძმოს მთავარი ხელმძღვანელია, რომელსაც ბრალად ივლისში ეგვიპტეში ძალადობის გამოწვევა ედება. მას და მის ორ წარმომადგენელს 25 აგვისტოს სასამართლო პროცესი ელოდება.

ეგვიპტის პრეზიდენტის მუჰამედ მორსის გადაგდების შემდეგ, მუსლიმთა საძმო ხალხს ქუჩებში გამოსვლისა და პროტესტისაკენ მოუწოდებს. პოლიციასა და მორსის მხარდამჭერებს შორის შეტაკებებს, მარტო ოთხშაბათიდან, 700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კომენტარები