საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღება

შეირაღარებული თავდასხმა ყაზბეგის გამზირზე

ყაზბეგის გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ინტერპრესნიუსს საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, სოფო ბალავაძემ, განუცხადა, რომ ბანკის ფილიალში ერთი პირი შეიჭრა, რომელიც შეიარაღებული იყო.

თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, ზარალის ოდენობა კი დგინდება. ბალავაძის თქმით, დეტალები ხვალ დილისთვის იქნება ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის კრიმინალისტები მუშაობენ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები