დინამო თბილისი

დინამო თბილისი ტოტენჰემთან 0:5 დამარცხდა

0 კომენტარი
ფოტო: fb.com/DINAMOTB

დინამო თბილისმა, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტეაპზე მოსახვედრად, 22 აგვისტოს დინამო არენაზე ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფურს უმასპინძლა. შეხვედრა ტოტენჰემის სასარგებლოდ, 5:0 დასრულდა.

მატჩის მე-13 წუთზე ანგარიში ლონდონელმა ანდროს თაუნსენდმა გახსნა. 38-ე წუთზე დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად მოედანზე პატრიკ ვუო შევიდა. მეორე ტაიმის მიწურულს ტოტენჰემმა მეორე გოლის გატანაც მოახერხა, რომელიც პაულინიომ შეასრულა.

მეორე ტაიმში დარკო გლიშიჩის მაგივრად გიორგი პაპავა შემოვიდა. შეხვედრის 58-ე წუთზე კი მეტოქემ რობერტო სოლდადოს გოლის წყალობით უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. სტუმრები ამაზე არ გაჩერებულან და 64-ე წუთზე გოლის გატანა უკვე ტოტენჰემის სამმა ნომერმა დენი როუზმა მოახერხა. 67-ე წუთზე კი - კვლევ რობერტო სოლდადომ და ანგარიში 5:0 გახდა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თამუნა აქსანდერი

კომენტარები