ქართული ციხე

უჩა ნანუაშვილი:"მაყურებლის სისტემის სუბართან დაკავშირება სასაცილოა"

facebook.com/UchaNanuashvili

ციხეებში კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ე.წ მაყურებლების სისტემის არსებობას სახალხო დამცველიც ადასტურებს, თუმცა მიაჩნია, რომ ამ საქმის სოზარ სუბართან დაკავშირება აბსურდულია.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, აუცილებელია,  საპარლამენტო უმცირესობამ ე.წ. მაყურებლების შესახებ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოადგინოს.

"მაყურებლების ინსტიტუტი არსებობდა, არსებობს და ალბათ იარსებებს. თუმცა არანაირი საბუთები, რაც დაადასტურებდა ამ სქემის არსებობას "ნაციონალური მოძრაობის"მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაძლოა, ნებისმიერი განცხადება გაკეთდეს, მაგრამ გამყარებული უნდა იყოს ფაქტებით, რაც მე, მათ განცხადებაში ვერ დავინახე, პირიქით, ამ სქემის სოზარ სუბართან დაკავშირება, ვფიქრობ, ცოტა არ იყოს სასაცილოა," – განაცხადა ნანუაშვილმა.

კომენტარები