უცხოური პრესა საქართველოზე

საქართველოს პრემიერმინისტრი დასავლეთს ანერვიულებს

"საქართველოს ახალი ლიდერი დასავლეთს ანერვიულებს", - ამ სათაურით ეხმაურება ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ერთ-ერთი რედაქტორი საქართველო-დასავლეთის ურთიერთობებს.

როგორც სტატიის ავტორი ჯიმ არმითიჯი აღნიშნავს, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უფრო წინდახედული უნდა იყოს.

 არმითიჯის განცხადებით დასავლეთში ხელისუფლებები შიშობენ, რომ ივანიშვილს საქართველოს უკან, რუსეთისკენ დაბრუნება სურს. პრემიერმინისტრ ივანიშვილი აცხადებს, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა სურს, თუმცა ამვე დროს ხელისუფლების ათობით წარმომადგენელს კორუფციის ბრალდებით აკავებს და დასძენს, რომ შეიძლება პრეზიდენტიც დააპატიმროს.

 არმითიჯის აზრით თუ ბიძინა ივანიშვილი მართლა ფიქრობს დასავლეთთან ურთიერთობის შენარჩუნებაზე, მან ოპონენტების დასაშინებლად მუქარა და დაკავებები უნდა შეწვიტოს. ასეთი საუბრები და ქმედებები შეიძლება მოსკოვისთვის მისაღებია, მაგრამ დასავლეთში სხვა შეხედულებები აქვთ. არმითიჯმა ასევე დასძინა, რომ აშშ-ის მთავრობამ უკვე ღიად გამოთქვა თავისი შეშფოთება საქართველოში ოპოზიციის წევრების დაკავებაზე.

არმითიჯი აღნიშნავს, რომ სამშობლოში დაბრუნებამდე ბიძინა ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა. საქართველოში დაბრუნებულმა კი საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მისმა კოალიციამ პროდასავლური პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია დაამარცხა.

 რიჩარდ არმითიჯის წერილის სრული ვერსია 

კომენტარები