BATUMI SUMMER SET

ძლიერი წვიმის გამო Batumi Summer Set- ის მესამე დღე ჩაიშალა

ძლიერი წვიმის გამო Batumi Summer Set- ის მესამე დღე ჩაიშალა. თუმცა, ფესტივალის პიარ-მენეჯერის, ნიკა დვალიძის თქმით, დაგეგმილი ღონისძიება შემოდგომაზე ჩატარდება.

 " ის ივენთი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, შემოდგომაზე გაიმართება და აბსოლუტურად ყველა, ვისაც ბილეთი ნაყიდი ჰქონდა დასწრებას შეძლებს. ყველა არტისტი, რომელიც დღეს უნდა გამოსულიყო, შემოდგომაზე გამოვა. ბათუმში მომხდარი შტორმის გამო საფესტივალო ქალაქი, პრაქტიკულად, განადგურებულია. აპარატურა გადამწვარი.  - აღნიშნა დვალიძემ.

დვალიძემ ასევე თქვა, რომ ფესტივალის სტუმრებმა შეძენილი ბილეთები უნდა შეინახონ, რათა სექტემბერში, თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრება შეძლონ.

შეგახსენებთ, რომ სამდღიანი ფესტივალი დღეს, 24 აგვისტოს, უნდა დასრულებულიყო. დღეს ბრიტანული ბენდს FAITHLESS , VAKO KEY & VAKO T, MAO & THE MINS,GIO SHENGELIA & SIKHA, RONE, VINCENT & LASHA უნდა დაეკრათ.

კომენტარები