ძლიერი წვიმა დასავლეთ საქართველოში

ძლიერმა წვიმამ ბათუმსა და წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

ecofact.com


 ბათუმის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ხუსეინ სირაბიძის განცხადებით, გუშინ ძლიერმა წვიმამ ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე პრობლემა შექმნა. მისი თქმით 6 სამაშველო ეკიპაჟი დილის 08:00 საათიდან ატარებდა გაწმენდით სამუშაოებს. სირიბაძის ინფორმაციით, პრობლემები იყო 26 მაისის ქუჩაზე, მარუხის ქუჩაზე და ბაგრატიონისა და შაუმიანის ქუჩების გადაკვეთაზე. 
ძლიერი წვიმა ბათუმში გუშინ საღამოს დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ასევე პრობლემები შეიქმნა ბულვარის ცენტრალურ ნაწილში და ბათუმის კიდევ რამდენიმე ქუჩაზე. უამინდობის გამო გადაიდო ელექტრონული ფესტივალი BATUMI SUMMER SET FEST 2013.

ძლიერი წვიმა იყო წალენჯიხის რაიონშიც რომელმაც რამდენიმე სოფელი დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ათეულობით სახლის პირველი სართული დაიტბორა. მოვარდნილმა წყალმა თითქმის მთლიანად წაიღო თხილის მოსავალი, ასევე რამოდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი და სოფლებში მისასვლელი გზები ბლოკირებულია. 
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზარალის შემსწავლელი სპეციალური ჯგუფი უკვე შექმნა. 

კომენტარები