რეიდი თბილისში

შსს: მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პოლიციის დისკრედიტაციისგან

Police.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, პოლიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებებისგან თავი შეიკავოს.

”შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის თბილისის მოსახლეობას თანამშრომლობისთვის და ამასთანავე ბოდიშს უხდის შსს-ს მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების დროს შექმნილი უხერხულობისათვის.

ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ რამდენიმედღიანი პრევენციული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცლხლსასროლი და ცივი იარაღი.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პოლიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებებისგან.

პოლიცია მოტივირებულია 24-საათიან რეჟიმში დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება, მოქმედებს კანონის ფარგლებში და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს.”

შეგახსენებთ, რომ თბილისში პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე დღის განმავლობაში მოქალაქეებს მასობრივად აჩერებდნენ, ჩხრეკდნენ და ამოწმებდნენ. ასევე იწერდნენ მოქალაქეების პირად მონაცემებს და უღებდნენ სურათებს.  სოციალური ქსელების მრავალი მომხმარებელი აღნიშნავდა, რომ პოლიციამ ისინი გააჩერა ან ჩხრეკისა და დაკავებების ფაქტებს პირადად შეესწრნენ. 

შსს-ს ინფორმაციით, 2013 წელს დანაშაული შემცირდა. 

კომენტარები