ადუაშვილის საქმე

მოსამართლემ მოკლული ადუაშვილის ახლობლები სასამართლო დარბაზიდან გააძევა

ავთანდილ ადუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე ხმაურია. მოსამართლე ეკა არეშიძემ ხმაურისა და ბრალდებულების შეურაცხყოფის გამო დარბაზიდან ადუაშვილის ახლობლები და მეგობრები გააძევა. მოსამართლე ეკა არეშიძემ განაცხადა, რომ თუ სასამართლო პროცესი უმართავი გახდება, ის, რა თქმა უნდა, გამოიყენებს უფლებას, რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დახუროს სხდომა.

 პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებული თეიმურაზ ქობალია იკითხება. ქობალიამ განაცხადა, რომ ვახტანგ ჩხაპელია , რომელიც ბრალდების მხარის მიერ ავთო ადუაშვილის მკვლელობის შემკვეთად სახელდება, რამდენჯერმე დაუკავშირდა და უთხრა, რომ ოჯახური პრობლემები ქონდა და ერთი პირის მოკვლა სურდა, თუმცა, ვინაობა არ დაუსახელებია. ქობალიას თქმით, ჩხაპელია ამ საქმეში 50 000 დოლარის გადახდას აპირებდა, თუმცა თანხას ვინ იხდიდა ჩხაპელიას არ დაუსახელებია. 

შეგახსენებთ, რომ ადუაშვილის ოჯახის წევრები მკვლელობის შეკვეთაში სოსო პავლიაშვილს სდებენ ბრალს. 

 

კომენტარები