რელიგიის თავისუფლება

სოფელ ჭელაში მინარეთს ხვალ დააბრუნებენ

მუსლიმები წინწყაროში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთს ხვალ დააბრუნებენ. ამის შესახებ ხულოს მუფთი, ასლან აბაშიძე, საუბრობს. მისი თქმით, ეს ინფორმაცია ბათუმის მეჩეთში შეკრებილებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, ერთი საათის წინ აცნობა.

ასლან აბაშიძე ასევე ამბობს, რომ ჭელას მოსახლეობა სოფელში მინარეთის დაბრუნებამდე არ წავა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი, ჯემალ პაქსაძე, ამბობს, რომ მინარეთს ჭელაში ხვალ მიიტანენ.თუმცა, დამონტაჟება მას შემდეგ მოხდება, რაც ტექნიკური და იურიდიული პროცესები მოგვარდება. იურიდიული საკითხების მოგვარებაში სამუფთოს იურისტებიც ჩაერთვნენ.

დღეს ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან სოფელ ჭელადან, წალკიდან და ხულოდან ჩასულმა მუსლიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მინარეთის დემონტაჟს აპროტესტებდნენ და მის დაბრუნებას მოითხოვდნენ.

კომენტარები