შს მინისტრის ვიზიტი თურქეთში

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში ქოჯატეპეს მეჩეთს ესტუმრა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთში ვიზიტით იმყოფება. ის ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდ მეჩეთს - ქოჯატეპეს ეწვია. ღარიბაშვილი იმამს შეხვდა, რომელმაც მისთვის ლოცვა აღავლინა, მეჩეთი დაათვალიერებინა და მინარეთზე აიყვანა.

დღესვე მინისტრმა თურქეთის კრიმინალური პოლიციის ლაბორატორია დაათვალიერა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ასევე ეწვია სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო. შემდგომ კი თურქეთის ეროვნული პოლიციის კინოლოგიის ცენტრს ესტუმრა.

შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის შს მინისტრს, მუამერ გიულერსა და ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორს, მეჰმეტ კილიჩლარს, შეხვდება. ღარიბაშვილი ასევე ეწვევა თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას და სასწავლო პროცესს გაეცნობა.

შს მინისტრის თურქეთში ვიზიტი 29 აგვისტოს დასრულდება.

კომენტარები