სირიის კონფლიქტი

ბაშარ ალ-ასადი: აშშ-სთან ნებისმიერ კონფრონტაციაში გავიმარჯვებთ

telegraph.co.uk

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა ქვეყნის მაღალჩინოსნებს მიმართა და თქვა, რომ აშშ-სთან ნებისმიერ კონფრონტაციაში გაიმარჯვებენ.

"კრიზისის დაწყებიდან, ჩვენ ველოდით, როდის გამოავლენდა ჩვენი ნამდვილი მტერი თავს. ვიცი, რომ თქვენ მზად ხართ, ნებისმიერი შეტევისა და სამშობლოს დაცვისთვის. ეს ისტორიული დაპირისპირებაა, რომელშიც ჩვენ გამარჯვებას მოვიპოვებთ", - აღნიშნავს ასადი.

ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები სირიაზე გამაფრთხილებელ იერიშს მიიტანენ, რათა ასადის მთავრობამ მომავალში ქიმიური იარაღი აღარ გამოიყენოს. თუმცა, ობამას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, როდის დაარტყამს სირიას. მისი თქმით, ეს არ იქნება ერაყის მსგავსი სამხედრო ინტერვენცია, ეს იქნება სადამსჯელო და გამაფრთხილებელი ოპერაცია, რათა მომავალში დასავლეთის უსაფრთხოება უზრუნველყოს. 

კომენტარები