რელიგიური უმცირესობები

ბაქრაძე: შემოსავლების სამსახურის ნაბიჯმა მაპროვოცირებელი როლი ითამაშა

wikipedia.org

"შემოსავლების სამსახურის გაუაზრებელმა და უგუნურმა ნაბიჯმა ქვეყანაში დაძაბულობის ახალი კერის შესაქმნელად პირდაპირი მაპროვოცირებელი როლი ითამაშა", - ასე შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის გარშემო განვითარებული მოვლენები. 

როგორც ბაქრაძემ 29 აგვისტოს განაცხადა, "რელიგიური თავისუფლება ძალიან ფაქიზი და რთული საკითხია და ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, ერთის მხრივ უზრუნველყოს ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლების აღსრულება და, მეორე მხრივ, გააკეთოს ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას მშვიდობასა და სტაბილურობას".

"მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ, ერთმანეთის პატივისცემისკენ, ერთმანეთის გრძნობებისა და ღირსების პატივისცემისაკენ. ვიმედოვნებ, ხელისუფლება და სამთავრობო უწყებები არ გადადგამენ ისეთ გაუაზრებელ ნაბიჯებს, რომლებიც პირდაპირ ქმნის ქვეყანაში დაძაბულობას და იწვევს სხვადასხვა უმცირესობის ჯგუფებს შორის დაძაბულობასა და კონფლიქტის პროვოცირებას" , - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

კომენტარები