ფარული ჩანაწერების კომისია

ფარული ჩანაწერების განადგურების თარიღის შესახებ 2 სექტემბერს იმსჯელებენ

 ფარული ჩანაწერების განადგურების თარიღის არაერთი დაანონსების მიუხედავად, ჩანაწერები მაინც არსებობს. განადგურება რამდენჯერმე გადაიდო.

კომისიის ერთ-ერთი წევრის, კახა კახიშვილის, თქმით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული კომისიის სხდომა 2 სექტემბერს გაიმართება.სწორედ სხდომაზე მიიღებენ განადგურების თარიღის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ კომისიის ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ფარული ჩანაწერები 15 აგვისტომდე უნდა განადგურებულიყო.

კომენტარები