სოჭის ოლიმპიადა

სოჭის ოლიმპიადის საპროტესტო კომიტეტი რუსეთის ქმედებებს გააპროტესტებს

პარტია მემარცხენე ალიანსის ინიციატივით, სოჭის ოლიმპიადის საპროტესტო აქცია-მანიფესტაციების საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა. თავმჯდომარის, კახა ძაგანიას, თქმით, აქცია-მანიფესტაციები მიმართული არა სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ, არამედ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ოკუპანტი ხელისუფლების ქმედებების გაპროტესტებისკენ იქნება.

"რუსეთის ფედერაციის ოკუპანტი ხელისუფლება ძალას არ იშურებს საქართველოს მოგლიჯოს ძირძველი ტერიტორიები, რომელიც ცივილიზებული მსოფლიოს მიერ უკვე საყოველთაოდ აღიარებულია. მათი ვიზიტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შეხვედრები დე-ფაქტო პრეზიდენტებთან, მილიარდობით რუბლით მხარდაჭერა და სხვა პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მოქმედებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევისკენ მიმართული პროცესია, რაც მათი მთავარი მიზანია. მიუხედავად პუტინის მიერ სოჭის ოლიმპიადაზე აქცია-მანიფესტაციების აკრძალვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებისა, პოლიტიკური პარტიის " მემარცხენე ალიანსის " წინადადებით იქმნება სოჭის ოლიმპიადის საპროტესტო აქცია-მანიფესტაციების საორგანიზაციო კომიტეტი", - ამბობს ძაგანია.

საორგანიზაციო კომიტეტი პირველ აქციას ოლიმპიადის გახსნის დღეს გამართავს. კომიტეტში მონაწილეობის მიღების მსურველები ფეისბუქზე, ოლიმპიადის  საპროტესტო აქციების საორგანიზაციო კომიტეტის გვერდზე  უნდა დარეგისტრირდნენ. 

კომენტარები