ძეგლები ბათუმში

ბათუმში 6 მონუმენტს ადგილმდებარეობა შეუცვალეს

ecofact.com

მიმდინარე წლის განმავლობაში ბათუმში 6 მონუმენტს ადგილმდებარეობა შეუცვალეს. აღნიშნულ ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, ძეგლებისთვის ადგილმდებარეობის შესარჩევად სპეციალური საინიციატივო ჯგუფი მუშაობს.

ბათუმში, ლუკა ასათიანის ძეგლის დადგმის სამუშაოები, მისივე სახელობის ქუჩაზე მიმდინარეობს. რაც შეეხება მემედ აბაშიძის ძეგლს, ის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე სკვერში განთავსდა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 10 755 ლარი გამოიყო. ხოლო დანარჩენი მონუმენტების გადასაადგილებლად სულ 16 000 ლარი დაიხარჯა.

ამ დროისთვის ბათუმში მერიის ბალანსზე 11 ბიუსტი და 4 ძეგლი ირიცხება.

კომენტარები