თამბაქოს გაძვირება

თამბაქოზე აქციზის ფასი დღეიდან იზრდება

თამბაქოზე აქციზის ფასი დღეიდან იზრდება. ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, აქციზზე ახალი განაკვეთი განაპირობებს, რომ კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი - 15, ხოლო უფილტრო 5 თეთრით გაძვირდება.

თამბაქოზე მოვაჭრეების თქმით, სიგარეტის ფასი ახალი პარტიის შემოტანამდე არ მოიმატებს. თუმცა, ზოგი არ გამორიცხავს, რომ მომხმარებლებისთვის ღირებულება უკვე ხვალიდან გაიზარდოს.

გუშინ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მიზანი თამბაქოსგან გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის შემცირებაა. ასევე თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებულ რეგულაციებთან ქვეყნის მიახლოვებაა.

„მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის არსებული განაკვეთის ზრდა თანხვედრაშია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კომპლექსურ მიდგომასთან, რომელიც მიმართულია ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის გაძლიერების გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნისკენ“ - წერია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ  თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდის შემდეგ კონტრაბანდის შესაძლო მატებასთან დაკავშირებული რისკები გაანალიზებულია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. 

კომენტარები