აქცია უზენაეს სასამართლოსთან

უზენაეს სასამართლოსთან კოტე კუბლაშვილის გადადგომა მოითხოვეს

supremecourt.ge

უზენაეს სასამართლოსთან მედიაკავშირ ობიექტივის ხელმძღვანელმა, ირმა ინაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის, გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტს მიმართეს და თქვეს, რომ დროა, პრეზერვატივების საქმის განხილვის ნაცვლად, კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტზე მუშაობა დაიწყოს. 

"კუბლაშვილი არის დამნაშავე, ის უნდა გასამართლდეს იმ დანაშაულებებისთვის, რაც ჩადენილი აქვს 9 წლის განმავლობაში. მან უნდა აგოს პასუხი. ჩვენ არ ვიზიარებთ არანაირი კოჰაბიტაციის პოლიტიკას , ჩვენ ვიზიარებთ იმ მოწოდებას, რაც არის ქართველ ხალხში და საზოგადოებაში,რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს.“ - აღნიშნა ინაშვილმა.

კომენტარები