ბესლანის ტრაგედია

ბესლანის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა

en.academic.ru

ბესლანის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. დღეს ქალაქში ტერაქტში დაღუპულთა პატივსაცემად სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. ხალხი წყლითა და სათამაშოებით ტრაგედიის ადგილას მიდიოდა და სანთლებს ანთებდა.

ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში 2004 წლის პირველ სექტემბერს, #1 საშუალო სკოლის შენობას ტერორისტები დაეხსნენ. მათ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები მძევლად აიყვანეს. 3 სექტემბერს ტერორისტებმა 334 მძევალი მოკლეს, მათ შორის 186 ბავშვი.

ბესლანში სამგლოვიარო ცერემონია სამი დღე გაგრძელდება. სკოლის მოსწავლეები ამ დღეს 334 ბუშტს ცაში გაუშვებენ.

კომენტარები