მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსეთს შეხვდებიან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
sportall.ambebi.ge

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალშია. ქართველებმა ნახევარფინალში უზბეკეთს, ანგარიშით - 4:1 სძლიეს. ვარლამ ლიპარტელიანმა ერკინ დონიაროვთან მოპოვებული გამარჯვებით, ვადამდე გაუნაღდა ნაკრებს ფინალის საგზური, შემდეგ კი ადამ ოქრუაშვილმაც შებოჭა სოიბ ყურბანოვი. იქამდე, ლაშა შავდათუაშვილი რიშოდ სობიროვთან იპონით დამარცხდა, ნუგზარ ტატალაშვილმა დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა კი შესანიშნავი ილეთით ტატამზე დასცა იაკიო იმამოვი.

ფინალში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მეტოქე რუსეთის გუნდი იქნება, რომელმაც კორეას, ნახევარფინალში 4:1 მოუგო.

კომენტარები