ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა

ზაქარეიშვილი: ბატონი ბიძინა პრემიერმინისტრად არ დაბადებულა

Paata Zakareishvili
Dimitri Chikvaidze / Tabula

პრემიერმინისტრ ივანიშვილის განცხადება თანამდებობიდან სავარაუდო წასვლის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა შეაფასა. ”ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გააკეთა საკმაოდ მკაფიო მინიშნება, რომ წასვლას აპირებდა”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზაქარეიშვილმა. 

 "საბოლოოდ, მისი ნებაა პოლიტიკიდან წავიდეს და არა საქართველოდან და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ის მხოლოდ პოლიტიკიდან მიდის და ეს არის მკაფიო. მიღებულია გადაწყვეტილება და მინდა ყველას შევახსენო, რომ ბატონი ბიძინა არ დაბადებულა პრემიერმინისტრად, ამაში ტრაგედია არ არის, არამედ პირიქით, სულ მალე ყველა ვნახავთ, რომ მისი ახალი ამპლუა უფრო ეფექტური იქნება და მნიშვნელოვნად მოემსახურება ქართული საზოგადოების და სახელმწიფო ინტერესებს, ვიდრე გარკვეულწილად შეზღუდული პრემიერის თანამდებობიდან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

მისი თქმით, პრემიერს უფრო მეტი გეგმები და ხედვები გააჩნია, ვიდრე შეიძლება პრემიერის თანამდებობიდან.

"ეს ერთი და მეორე, რაც მის პოზიციაში მომწონს, არის ის, რომ არ შეიძლება ვიდრე მესიად გამხდარა, მესია უნდა მოკვდეს საქართველოში. დასრულდა, როცა საზოგადოება ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული და ერთი ადამიანის იმედი აქვთ, ეს არის ყველაზე დაუშვებელი", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები