ევრობასკეტი 2013

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი პოლონეთთან გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები
gbf,ge

სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. იგორ კოკოშკოვის გუნდმა პირველივე შეხვედრაში პოლონეთის ძლიერი ნაკრები დიდი სხვაობით - 84:67 დაამარცხა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი კალათბურთელეპი უპირატესობას თავიდანვე ფლობდნენ და პირველი პერიოდი 20:14 მოიგეს, ტაიმი კი 39:22.

ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელი ვიქტორ სანიკიძეს ჰქონდა - 23 ქულა და 6 მოხსნა, მანუჩარ მარკოიშვილმა 18 ქულას მოუყარა თავი, გიორგი შერმადინს კი ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა, მის ანგარიშზე 13 ქულა და 9 მოხსნაა. კარგი მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძემაც, რომელმაც 7 შედეგიან გადაცემას 11 ქულა დაუმატა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ხვალ, ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

კომენტარები