კონფლიქტი სირიაში

ამერიკის ელჩი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მთავრობას სირიის კრიზისთან დაკავშირებული განცხადების გამო, მადლობას უხდის. ამის შესახებ ნორლანდმა ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისში განაცხადა. 

"პრეზიდენტმა ობამამ გარკვევით განმარტა, თუ რა სტადიაში ვიმყოფებით. ის არის ამერიკის მთავრობის სპიკერი. აგრეთვე, ჩვენ ველოდებით კონგრესის გადაწყვეტილებას, ასეთ საკითხებს ჩვენთან კონგრესი წყვეტს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვთქვა იმ განცხადების გამო, რომელიც საქართველოს მთავრობამ გააკეთა სირიის კრიზისთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ გარკვევით თქვა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება არის აღმაშფოთებელი შემთხვევა და სირიის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის", - დასძინა ნორლანდმა. 

ბიძინა ივანიშვილი გუშინდელ პრესკონფერენციაზე სირიის თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან საკუთარ მოსახლეობაზე ქიმიური იარაღის გამოყენება შემაშფოთებელია.

”სირიის საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან გვაშფოთებს და მე პირადად ძალიან მაშფოთებს. განსაკუთრებით სამწუხარო იყო ქიმიური იარაღის გამოყენება, რისი მტკიცებულებებიც არსებობს. მე ძალიან დიდი ნდობა მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მათ გააკეთეს ექსპერტიზა და და დასკვნა ასეთია, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. მე ამ დილითაც მაგით დავინტერესდი, ჩავრთე ევრონიუსი . ის ,რაც წლობის განმავლობაში ხდება სირიაში, არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს. იქ 150 000-ზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა.” - უპასუხა ჟურნალისტის კითხვას პრემიერმა.

 

კომენტარები