საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე

საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან 76-77 დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის მეორე შეხვედრაში ხორვატიის ეროვნულ გუნდთან წააგო. იგორ კოკოშკოვის გუნდმა გამარჯვება ბოლო წამებზე დათმო და საბოლოოდ ანგარიშით 76-77 დამარცხდა.

 საქართველოს ნაკრებში საუკეთესო გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე იყო, რომელმაც 25 ქულას, 5 შედეგიანი გადაცემა და ჩაჭრა დაუმატა. კარგად ითამაშა ნატურალიზებულმა ქართველმა რიკი ჰიკმენმა, მან 9-იდან 7, მათ შორის სამიდან სამი სამქულიანი, გამოიყენა და საქართველოს ნაკრებს 20 ქულა შესძინა. ხორვატიის ნაკრებში დრეიპერისა და ბოგდანოვიჩის წყვილი გამოირჩა, მათ ერთად 31 ქულა მოიპოვეს.

ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდს თითო მოგება-წაგება აქვს და ჯგუფიდან გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებენ. საქართველოს მომდევნო მეტოქე მასპინძელი, სლოვენიის ნაკრებია, რომელსაც 7 სექტემბერს დაუპირისპირდება. 

კომენტარები